მორცხვი მიმოზა

მიმოზა ნაზი, ლამაზი, განსხვავებული, ამავდროულად, საინტერესო მცენარეა. მის ფოთოლს ხელს თუ შეახებთ დაიკეცება. ეს რამდენიმე მცენარეს ახასიათებს, მაგრამ მას ფოთლის ორიენტაციის ცვლილება შეუძლია. ასევე იკეცება მიწისძვრის, შენჯღრევის, გათბობის, ან ქარის დროს.. იგი მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქია სამხრეთა მერიკიდან. დეკორატიულობის შენარჩუნებისთვის, მას ზრდიან ერთწლიან კულტურად. სინამდვილეში ის არის მრავალწლიანი ბალახოვანი 30-60სმ სიმაღლის მცეენარე, ზოგჯერ 1,5მ საც აღწევს. …

ციკასი

პალმა-ციკასი ერთ-ერთი ყველაზე ელიტური პალმაა, ასევე უძველესი. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს აქვს დიდი ფოთლები, მაინც ჰაეროვანი, მოხდენილი და მშვენიერი მცენარეა. ეს მცენარე განსაკუთრებით უხდება ოთახს, ალამაზებს და შეუდარებელს ხდის ინტერიერს. იგი ოთახში დიდებულ და ამავდროულად, მშვიდ გარემოს ქმნის. ციკასის მოვლის წესები სახლის პირობებში როგორც წესი ციკასი ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ იზრდება.ბუნებაში კი მისი ბუჩქი …

კალანჰოე

კალანჰოეს ფოთოლი-folium kalanchoes. მარადმწვანე სუკულენტური მცენარეა. სიმაღლე50-150სმ. ყვავილები მოვარდისფრო, თეთრი. სამშობლო მადაგასკარი. იზრდება ზირითადად ტროპიკებში და სუბტროპიკებში. მას სიცოცხლის ხეს და სახლის ექიმსაც უწოდებენ. კალანჰოეს ქიმიური შედგენილობა. წვენში არის ფლავონოიდები, ორგანული მჟავები, პოლისაქარიდები, ვიტამინები, მიკრო და მაკრო ელემენტები(ალუმინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი). წვენის მისაღებად გამოიყენებენ ახლად მოჭრილ ყლორტს. ბევრი ადამიანია, რომელსაც არ უყვარს წამლები და …

ჰატიორა

ჰატიორას სამშობლო ბრაზილიაა. ის მარადმწვანე მცენარეა და კაქტუსისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ყვავილობს ზაფხულში. სიმაღლე-საშუალო. განათება უყვარს მკვეთრი, თუმცა ის მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა მოვარიდოთ. ტემპერატურა:ზამთარში სასურველია +14-16; ზაფხულში:+28-20გრადუსი. ზაფხულისა და გაზაფხულის თვეებში უხვად უნდა მორწყათ. სხვა დროს ზომიერად, როცა მიწა გაუშრება. არსებობს 10მდე სახეობა და ათგან ზოგიერთი ოთახის მცენარეა. მცენარე სუკულენტია. ბუჩქი შედგება პატარა სეგმენტებისგან, ზოგ …

ჩერიმორია

ეგზოტიკური ხილი, ჩერიმორია ბოლო დროს ევროპაში შემოიტანეს. იგი დახლებზე თითქმის არ შეგხვდებათ. თუმცა მას შესანიშნავი გემო აქვს და ნამდვილად დაიმკვიდრებს ადგილს. ჩერიმორია ანდების ხეობებში, ზღვის დონიდან 1500მეტრ სიმაღლეზე. 1866წელს მარკ ტვენმა მისი გასინჯვიის შემდეგ აღნიშნა, რო ის არის ყველაზე გემრიელი ხილი, რაც კი ადამიანისთვის არის ცნობილი. ნაყოფი 300-600 გრამია. ჯერ კიდევ დაუმწიფებელი შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე …

გამორჩეული, თუმცა შხამიანი ყვავილები

ყველას უყვარს ყვავილები და იშვიათად, თუ შეგხვდებათ ადამიანი ვინც იტყვის, რომ ყვავილები არ უყვარს. დღესდღეობით უამრავი ყვავილების მაღაზიაა, სადაც ყვავილების მრავალი სახეობა ჩამოაქვთ სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი სილამაზის გამო, ადამიანები ხშირად იყენებენ ყვავილებს ინტერიერის გასალამაზებლად. შედეგად სახლში უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემო იქმნება. მთავარი კი ისაა, რომ მცენარეები სახლში ჯანგბადის დონეს წევენ და ჰაერს მომწავლავი ნივთიერებებისგან …

ირმის რქა-ინდური იასამანი

ირმის რქა დეკორატიული, ყვავილოვანი ხე-მცენარეა. ის ყინვაგამძლეა. ესმცენარე პრეტენზიულია და კარგი მოვლა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვეევაში ცუდად იყვავილებს.მნიშვნელოვანია, გასხვლა და განათება. არსებობს 25 სახეობა და ყველა ულამაზესად ყვავის. სამშობლო-ჩინეთი, თუმცა გავრცელდა ინდოეთიდან და ამიტომ ეწოდა ინდური იასამანი. დღესდღეობით კი გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით კარგად ხარობს უკრაინაში, კავკასიის ქვეყნებში. ბუნებაში მისი სიმაღლე 10მეტრს აღწევს, სახლში 1 მეტრი იზრდება. …

ბონსაი-ბუნების საოცრება

  ბონსაის ხელოვნება ჩინეთში დაიწყო, მაგრამ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს იაპონელებმა. სხვათაშორის ბევრი ბონსაის ხე ათასობით დოლარი ღირს და მილიონამდეც კი აღწევს მისი ფასი.   ბონსაი ულამაზესი, დეკორატიული ბუნების საოცრებაა. ეს ფაქტი საყოველთაოდ აღიარებულია. მისი სილამაზე გამორჩეულია და უცხოა, რაც კიდევ უფრო იზიდავს ადამიანებს. ბევრი ინტერესდება ამ მცენრით.   აღსანიშნავია, რომ ბონსაის მრავალი სახეობა მხოლოდ კოლექციონერებს …

ევკალიპტი-„სიცოცხლის ხე“

ევკალიპტი განსაკუთრებული მცენარეა. მისი კულტურა ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. მას „სიცოცხლის ხეს“ და „ტყის ალმასს“ უწოდებენ, რადგან უძვირფასესი პროდუქციის გამო ამ მცენარის გამოყენება მრავალმხრივია. მერქანი მტკიცე და მაგარია, ამზადებენ მაღალხარისხიან ქაღალდს, შეიცავს დიდი რაოდენობით ცელულოზას. მისი მწვანე მასა კი გამოიყენება პარფიუმერიიაში, წამლების დასამზადებლად და სხვა პრეპარატების საწარმოებლად. ევკალიპტი მაღალი მარადმწვანე ხეა. სამსობლო ავსტრალია. ჩვენთან, საქართველოში იზრდება …

კალა

კალა, იგივე ფრთათეთრა, დახვეწილი და ერთ-ერთი გამორჩეული მცენარეა. რის გამოც საქორწილო თაიგულებს სწორედ ამ ყვავილისგან ამზადებენ. მისი უჩვეულო ფორმის გამო, ზარის ყვავილსაც უწოდებენ. კალა მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს. სამშობლო-სამხრეთ აფრიკაა. კალა მარტივად შეგიძლიათ ახაროთ, რადგან იგი უპრეტენზიო მცენარეა ადგილის მიმართ. მისი 100მდე სახეობაა ცნობილი. თითოეული ნამდვილად გამოირჩევა ფერითა და სილამაზით. ის ხარობს ველურადაც. ზოგი ადამიანი თვლის, …

Design a site like this with WordPress.com
Get started