კალა

Related image

კალა, იგივე ფრთათეთრა, დახვეწილი და ერთ-ერთი გამორჩეული მცენარეა. რის გამოც საქორწილო თაიგულებს სწორედ ამ ყვავილისგან ამზადებენ. მისი უჩვეულო ფორმის გამო, ზარის ყვავილსაც უწოდებენ.

კალა მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს. სამშობლო-სამხრეთ აფრიკაა. კალა მარტივად შეგიძლიათ ახაროთ, რადგან იგი უპრეტენზიო მცენარეა ადგილის მიმართ. მისი 100მდე სახეობაა ცნობილი. თითოეული ნამდვილად გამოირჩევა ფერითა და სილამაზით. ის ხარობს ველურადაც.

ზოგი ადამიანი თვლის, რომ კალა სიკვდილის მცენარეა. ამ მოსაზრებას საფუძვლად რა უდევს ცნობილი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ იგი ზოგ ქვეყანაში პანაშვიდებზე მიაქვთ. გასხვავებულია ევროპაში ამ მცენარის მიმართ შეხედულება. აქ ეს ყვავილი სიყვარულის სიმბოლოა.

კალას თუ კარგად მოუვლით 3მ გაიზრდება.

მოვლა

კალას მოვლა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. მთავარია ჰქონდეს განიერი ქოთანი დრენაჟით. კარგია თუ თვეში ერთხელ სასუქს დაუმატებთ მიწას. რეგულარული მორწყვაც აუცილებელია. მცენარეს უყვარს სინათლე. ასევე არ უყვარს სიცივე და ამიტომ ცივ გარემოსი ცუდად იზრდება. ოთახის განიავების დროს ორპირი არ უნდა იყოს. ოპტიმალური ტემპერატურა22-24 გრადუსია. კალას აქვს განიერი ფოთლები და საჭიროა მისი ფოთლები რეგულარულად გავწმინდოთ მტვრისგან. კარგი იქნება , თუ მის ფოთლებს წყლით დანამავთ. ბუნებაში არსებობს ვარდისფერი, ფორთოხლისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი და ყვითელი კალა.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started