ჰატიორა

ჰატიორას სამშობლო ბრაზილიაა. ის მარადმწვანე მცენარეა და კაქტუსისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ყვავილობს ზაფხულში. სიმაღლე-საშუალო. განათება უყვარს მკვეთრი, თუმცა ის მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა მოვარიდოთ. ტემპერატურა:ზამთარში სასურველია +14-16; ზაფხულში:+28-20გრადუსი. ზაფხულისა და გაზაფხულის თვეებში უხვად უნდა მორწყათ. სხვა დროს ზომიერად, როცა მიწა გაუშრება. არსებობს 10მდე სახეობა და ათგან ზოგიერთი ოთახის მცენარეა. მცენარე სუკულენტია. ბუჩქი შედგება პატარა სეგმენტებისგან, ზოგ …

დარიჩინის ხე

დარიჩინის ხე დაფნისებრთა ოჯახის ხე, ან ბუჩქია, რომლის ქერქისგან ამზადებენ დარიჩინს. მარადმწვანე მცენარეა, აქვს ტყავისებრი ფოთლები და საგველა ყვავილედებში შეკრებილი ყვავილები. მისი ცნობილი სახეობებია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებშიკულტივირებული დარიჩინის ხე. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით სახელგანთქმული სანელებლის-დარიჩინის შესახებ ინფორმაცია ადამიანებისთვის უძველესი ეპოქიდან არის ცნობილი. იგი ძველი დროიდანვე გამოირჩევა მაღალი ფასით. ამიტომ, ხშირად მას ძღვენის სახით მიართმევდნენ …

ნაძვი

ნაძვი, ლათინურად (pisea)-წიწვოვანი მცენარე, მარადმწვანე, ტანმაღალი (20-50მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად, ბრტყელი და წაწვეტებული. არსებობს 40-მდე სახეობა, თუმცა საქართველოში გავრცელლებულია ერთი სახეობა-აღმოსავლური ნაძვი. გავრცელებული ძირითადად არის დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით იგი ვრცელდება კავკასიონის მთავარი ქედის შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთის თბილისის მერიდიანამდე. 15-20წლამდე იგი იზრდება ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. …

ყავის ხე

ყავის ხე სამეცნიერო სახელი:coffea ყავის ხის სახეობები : arabica liberica ნაკლებად პოპულარულია robusta ყავის ხე არის დიდი გვარის. არსებობს 90ზე მეტი სახეობა. ის მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა. კულტივირებულია, რამდენიმე მათგანი. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, რომელთაგან „arabika“ და „robusta“ აწარმოებენ. ყავის ხის სახეობების უმრავლესობა მომცრო სახის ხეებს, ან ბუჩქებს წამოადგენენ. ბუნებაში ველურად 8 მეტრამდე იზრდება. პლანტაციებში მოსავლის აღება …

დეკა, იგივე „ალპური ვარდი“, დეკას ჩაი

  დეკა, მარადმწვანე მცენარე (1-1,5მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, ლამაზ, ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს.გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600-3000მ-მდე. დეკა გვხდება თურქეთშიც-პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში, ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის …

Design a site like this with WordPress.com
Get started