ბონსაი-ბუნების საოცრება

  ბონსაის ხელოვნება ჩინეთში დაიწყო, მაგრამ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს იაპონელებმა. სხვათაშორის ბევრი ბონსაის ხე ათასობით დოლარი ღირს და მილიონამდეც კი აღწევს მისი ფასი.

  ბონსაი ულამაზესი, დეკორატიული ბუნების საოცრებაა. ეს ფაქტი საყოველთაოდ აღიარებულია. მისი სილამაზე გამორჩეულია და უცხოა, რაც კიდევ უფრო იზიდავს ადამიანებს. ბევრი ინტერესდება ამ მცენრით.

  აღსანიშნავია, რომ ბონსაის მრავალი სახეობა მხოლოდ კოლექციონერებს აქვთ. შეიძლება ნახოთ რამდენიმე სახეობის  პატარა, ჯუჯა ხეები: ფიჭვის, ნაძვის და სხვა სახეობები.

  ამ ბოლო დროს ეს მცენარე განსაკუთრებით პოპულარულია. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ  მათ გაზრდასა და დაჯუჯავებას დიდი დრო და შრომა სჭირდება.

  ბონსაის კულტურა დასავლური ქვეყნებისთვის ხელოვნებაა. ეწყობოდა ბონსაის გამოფენები. ხოლო მისი გაზრდის შესახებ კი სასწავლო სახელმძღვანელოებიქვეყნდებოდა.

  დღეს კი უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში ზრდიან ამ მცენარეს. თუმცა იაპონიისთვის ის ტრადიციის ნაწილია. მსოფლიო მასშტაბით ის პოპულარული ჰობია.

  ბონსაი იაპონურად ითარგმნება, როგორც „ხე თასში“. თავდაპირველად ის არისტოკრატების , სასულიერო და მაღალი თანამდებობების პირების საქმიანობა იყო. ასე მე-17 საუკუნიდან კი დაბალი ფენებიც ჩაერთვნენ ამ საქმეში და მისი შექმნის ხელოვნება გაიზიარეს.

  დღეს ის მოდური მიმდინარეობაა მებაღებს შორის.

Related image
Image result for ბონსაი
Related image
Related image
Related image
Related image
Image result for ბონსაი
Related image
Image result for ბონსაი

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started