ალოე

Related image

ალოეს ფოთოლი ლათინურად folium aloe vera. ასევე ჰქვია „საბრი“. იგი მარადმწვანე სუკულენტური მცენარეა. ოთახის კულტურაა, რომლის ღეროც 4მ-ს აღწევს და მეტსაც.

სამშობლო-აფრიკა, მადაგასკარი.

ქიმიური შემადგენლობა-ალოეს ფოთლები შეიაცავს ანტრაცენაწარმებს, ალოე ემოდინს, ალოინი, ასევე არის მწარე გლიკოზიდები, ფერმენტები, ვიტამინები, с-ვიტამინი, k-ვიტამინი, b12, ნიკოტინის მმჟავა, მაკრო და მიკრო ელემენტია ბევრი.

გამოყენება: ალოეს სამკურნალო თვისებებს იცნობდნენ 3000 წლის წინათ ეგვიპტეში, ინდოეთში, შემდეგ საბერძნეთში. იყენებდნენ ჩირქოვანი ჭრილობებისა და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. მისი შესქელებული წვენი „საბური“ შედიოდა სიცოცხლის ელექსირში.

თანამედროვე მედიცინაში იყენებენ მის შემდეგ პრეპარატებს. ალოეს სითხოვანი ექსტრაქტი საინექციო ამპულებშია. გამოიყენება , როგორც ავადმყოფის ორგანიზმის დამცველი ფუნქციის ასამაღლებლად. ასევე გამოიყენება შიგნით მისაღებად თვალის პრაქტიკაში, კუჭისა და თორმეტგოჯა წყლულის დროს, ტაბლეტების სახით. ასევე გამოიყენება მედიცინაში ალოეს ლინიმენტი გარეგანად. კანის სხივური დაზიანების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ალოეს ახალი წვენი ბაქტერიოციდულია. გამოიყენება საფენების სახით ჩირქოვანი ანთებითი პროცესების დროს და ჭრილობების მოსაბანად.

Image result for ალოე

Image result for ალოე ჭრილობებისთვის

ალოეს მალამო

5გრ ალოეს ფხვნილს შეურიეთ 40მლ გამოხდილი წყალი. დაუმატეთ 20მლ ვარდის წყალი და 10გრ თაფლი. ნარევი დადგით წყლის აბაზანაზე და მასში შეურიეთ 100გრ ღორის გამდნარი ქონი. მზა მალამო გადაიტანეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. დღეში ერთხელ წაისვით სახისა და ყელის კანზე თხელ ფენად.

ალოეს ნიღაბი

ალოეს წვენი, თაფლი , გლიცერინი და შვრიის ფქვილი შევურიოთ სუფთა წყალში. ავთქვიფოთ (ბლენდერით) გავაჩეროთ 15წთ. წავისვათ სქლად მშრალ, სუფთა სახეზე. გავაჩეროთ, დაახლოებით ნახევარი სთ, ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია დღეგამოშვებით. აღვნიშნავთ, რომ ალოეს თაფლთან ერთად ნაოჭებთან ბრძოლაში შეიძლება ითქვას ბადალი არ ჰყავს. აურიეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი 2 სუფრის კოვზ თაფლში. წაისვით სქელ ფენად სუთა და მშრალ სახეზე და გაიჩერეთ 40წთ. ნირაბი ასწორებს ნაოჭებს და კანს ღრმად ატენიანებს.

Related image

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started