მორცხვი მიმოზა

მიმოზა ნაზი, ლამაზი, განსხვავებული, ამავდროულად, საინტერესო მცენარეა. მის ფოთოლს ხელს თუ შეახებთ დაიკეცება. ეს რამდენიმე მცენარეს ახასიათებს, მაგრამ მას ფოთლის ორიენტაციის ცვლილება შეუძლია. ასევე იკეცება მიწისძვრის, შენჯღრევის, გათბობის, ან ქარის დროს.. იგი მარადმწვანე, დეკორატიული ბუჩქია სამხრეთა მერიკიდან. დეკორატიულობის შენარჩუნებისთვის, მას ზრდიან ერთწლიან კულტურად. სინამდვილეში ის არის მრავალწლიანი ბალახოვანი 30-60სმ სიმაღლის მცეენარე, ზოგჯერ 1,5მ საც აღწევს. …

ირმის რქა-ინდური იასამანი

ირმის რქა დეკორატიული, ყვავილოვანი ხე-მცენარეა. ის ყინვაგამძლეა. ესმცენარე პრეტენზიულია და კარგი მოვლა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვეევაში ცუდად იყვავილებს.მნიშვნელოვანია, გასხვლა და განათება. არსებობს 25 სახეობა და ყველა ულამაზესად ყვავის. სამშობლო-ჩინეთი, თუმცა გავრცელდა ინდოეთიდან და ამიტომ ეწოდა ინდური იასამანი. დღესდღეობით კი გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით კარგად ხარობს უკრაინაში, კავკასიის ქვეყნებში. ბუნებაში მისი სიმაღლე 10მეტრს აღწევს, სახლში 1 მეტრი იზრდება. …

ბონსაი-ბუნების საოცრება

  ბონსაის ხელოვნება ჩინეთში დაიწყო, მაგრამ უფრო დიდი წვლილი შეიტანეს იაპონელებმა. სხვათაშორის ბევრი ბონსაის ხე ათასობით დოლარი ღირს და მილიონამდეც კი აღწევს მისი ფასი.   ბონსაი ულამაზესი, დეკორატიული ბუნების საოცრებაა. ეს ფაქტი საყოველთაოდ აღიარებულია. მისი სილამაზე გამორჩეულია და უცხოა, რაც კიდევ უფრო იზიდავს ადამიანებს. ბევრი ინტერესდება ამ მცენრით.   აღსანიშნავია, რომ ბონსაის მრავალი სახეობა მხოლოდ კოლექციონერებს …

საკურა

საკურა-დედამიწის ულამაზესი ყვავილია. ეს ყვავილი იაპონიის სიმბოლოა, რომეიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. საკუარს ყვავილობის დღესასწაული იმართება ყოველ წელიწადს და იწყება 27 მარტიდან. იაპონიაში ამ დღესასწაულზე სამსახურშიც კი არ მიდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდად დატკბნენ და უცქირონ არაჩვეულებრივ სანახაობას. რამდენიმე ხე, სამწუხაროდ ერთ კვირაზე ნაკლებს ყვავილობს. საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა. საკურა არის იაპონური წარმოშობის სიტყვა …

ვირჯინიული თოვლის ხე

დამეთანხმებით ალბათ, რომ დეკორატიული მოყვავილე ხეები განსაკუთრებულად ლამაზია. განსაკუთრებით კი ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართვლოს კლიმატისთვისაც გამოდგება. ერთ-ერთი შესანიშნავი მცენარეა ვირჯინიული თოვლის ხე, იგივე თოვლყვავილა(chionanthus virginicus). ეს სახელი მიიღო ბერძნული სიტყვა (chion)თოვლი; და (anthos)ყვავილი. წარმოშობით ჩრ. ამერიკიდანაა და პოპულარულია დეკორატიულ მებაღეობაში. ის დეკორატიული, ყვავილოვანი, ნელა მზარდი, ფოთოლმცვენი ბუჩქი, ან ხეა. იგი ყინვაგამძლეა. ყვავილობს მაის-ივნისში. როდესაც …

„შობის ყვავილი“-პუანსეტია

ამ მცენარეს ყველა იცნობს, როგორც „შობის ყვავილს“, მაგრამ სინამდვილეში პუანსეტია ჰქვია, იგივე რძიანა. ყვავილობს დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში. შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ, ხალხში მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პუანსეტია უნიკალური და ულამაზესი მცენარეა. მას სხვაგავარად ბეთლემის, ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. …

ტიტა „ბავშვური ბედნიერების სიმბოლო“

  ტიტა ბოლქვიანი მცენარეა, რომლის სამშობლო წინა აზიაა. მცენარე ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიტანეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მალევე დაიპყრო მთელი ევროპა. მისით განსაკუთრებით ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ და დაიწყეს სელექციური სამუშაოები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტები არსებობს. მცენარის ჰიბრიდული ჯიშები იყოფა რამდენიმე ჯგუფად-სიმაღლის(დაბალი, მაღალი, საშუალო),ყვავილობის ვადებისა(საადრეო, საშუალო, საგვიანო), და ყვავილის …

Design a site like this with WordPress.com
Get started