საკურა

Related image

საკურა-დედამიწის ულამაზესი ყვავილია. ეს ყვავილი იაპონიის სიმბოლოა, რომეიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. საკუარს ყვავილობის დღესასწაული იმართება ყოველ წელიწადს და იწყება 27 მარტიდან. იაპონიაში ამ დღესასწაულზე სამსახურშიც კი არ მიდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდად დატკბნენ და უცქირონ არაჩვეულებრივ სანახაობას. რამდენიმე ხე, სამწუხაროდ ერთ კვირაზე ნაკლებს ყვავილობს. საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა.

საკურა არის იაპონური წარმოშობის სიტყვა და ნიშნავს „ალუბლის ხეს“. საკურა სილამაზის სიმბოლოდ ითვლება.

Image result for საკურა

Related image

იაპონელებს საკურა განსაკუთრებით რომ უყვართ ეს ცნობილი ფაქტია, თუმცცა ცოტამ თუ იცის რატომ უყვართ ასე განსაკუთრებულად.

შუა საუკუნეებში ერთ-ერთი სოფლის მამასახლისს, რომელსაც საკურა ერქვა, ფეოდალი ძალიან ცუდად ექცეოდა, ხოლო მის შვილებს სცემდა. საკურა წავიდა და ფეოდალი სიუგუნთან დააბიზღა, მერე ბავშვებს გახადა და მათრახით ნაცემი ზურგი ანახა. სიუგუნმა ფეოდალი დასაჯა. თუმცა ფეოდალმა შურიძიება გაადაწყვიტა და ხელქვეითებს უბრძანა, რომ საკურა და მისი შვილები ალუბლის ხეზე მიებათ და სიკვდილამდე ეცემათ. თეთრად აყვავებული ალუბლის ხე წითლად შეიღება.

იაპონელებს სჯერათ, რომ საკურა უცოდველი ბავშვების სისხლით სისხლით არის შეღებილი და მას სწორედ ამიტომ სცემენ პატივს. მცენარეს ყვავილოობა მცირე ხნით გრძელდება. ამიტომ, გაზაფხულზე ატარებენ ვარდისფერ, თეთრ, რძისფერ კიმონოებს, რაც ულამაზესი სანახავია, ფერადია და განსაკუთრებული. ასევე აუცილებელია, რომ ქალმა ატაროს გაშლილი ქოლგა, რაც ნიშნავს რომ მის ქვეშ მისი სივრცეა.

საიმპერატორო კარს თავისი ფერი აქვს. მათი კიმონოები ყვითელი და ოქროსფერია . მოქარგულია ბამბუკის ყლორტებით, ნაზი იელებით, ასევე აუცილებლად არის თეთრი საკურა, თეთრი ქრიზანთემები და სხვადასხვა ფორმის მარგალიტები.

Related image
Related image

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started