„შობის ყვავილი“-პუანსეტია

ამ მცენარეს ყველა იცნობს, როგორც „შობის ყვავილს“, მაგრამ სინამდვილეში პუანსეტია ჰქვია, იგივე რძიანა. ყვავილობს დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში. შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის.

სწორედ ამიტომ, ხალხში მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პუანსეტია უნიკალური და ულამაზესი მცენარეა. მას სხვაგავარად ბეთლემის, ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. მასთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობობს:
თურმე მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთ-მენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ-ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. ამ და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდათ და შობის ღამეს მღვდლისთვის ქოთნის პუანსეტია მიურთმევიათ. ყველაზე აქტუალურია წითელი პუანსეტია, თუმცა არსებობს ამ მცენარის ყვითელი, თეთრი, ვარდისფერი და კრემისფერი სახეობებიც. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც-წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.


განათება და ტემპერატურა

პუანსეტიას უყვარს სინათლე, თუმცა მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. თუ ის ფანჯრის რაფაზე გიდგათ მისი ყვავილები არ უნდა ეხებოდეს მინას, რადგან შეიძლება გრილ მინაზე ყვავილები გაუფუჭდეს. ყვავილობის დროს ოთახში ტემპერატურა 14-16გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს. წლის სხვა პერიოდში კი 18-25გრადუსზე უნდა იყოს. მას საშუალო ტენიანობა სჭირდება. ხანდახან შეგიძლიათ მცენარეს წყალი ფოთლებზე შეასხუროთ, განსაკუთრების ყვავილობის პერიოდშია უკეთესი. მოსარწყავად წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. მორწყვიდან მორწყვამდე მისი მიწა გამომშრალი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ფესვში არსებობს წყალი და ზემეტი რაოდენობა მცენარის ლპობას იწვევს. პუანსეტიას გადარგვა შეგიძლიათ აპრილ-მაისში. გადარგვის წინ მცენარეს ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ და ყველაზე ძლიერი განშტოებები დაუტოვეთ. როგორც მცენარე ახალ განშტოებებს წამოიღებს, გადასარგავად მზად არის. ქოთნის ძირში აუცილებელია მსხვილი კენჭების ჩაფენა.

თუ გსურთ, რომ შობისთვის თქვენი მცენარე იყოს წითელი, სექტემბრიდან დღის მეორე ნახევარში ბნელ ადგილას დადგით. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დროა და მომზადებას დაიწყებს: კენწეროების ფოთლები ნელ-ნელა ფერს შეიცვლის და 2 თვეში კაშკაშა წითელ შეფერილობას მიიღებს.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started