ჰატიორა

ჰატიორას სამშობლო ბრაზილიაა. ის მარადმწვანე მცენარეა და კაქტუსისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. ყვავილობს ზაფხულში. სიმაღლე-საშუალო. განათება უყვარს მკვეთრი, თუმცა ის მზის პირდაპირი სხივებისგან უნდა მოვარიდოთ.

ტემპერატურა:ზამთარში სასურველია +14-16; ზაფხულში:+28-20გრადუსი. ზაფხულისა და გაზაფხულის თვეებში უხვად უნდა მორწყათ. სხვა დროს ზომიერად, როცა მიწა გაუშრება. არსებობს 10მდე სახეობა და ათგან ზოგიერთი ოთახის მცენარეა.

მცენარე სუკულენტია. ბუჩქი შედგება პატარა სეგმენტებისგან, ზოგ სახეობას, ზოგი სახეობის ეს ნაწილები ცილინდრულია, ზოგის ბრტყელი, ტოტების ბოლოებზე გამოსდის პატარა ყვავილები . ყვითელი, წითელი, ან ვარდისფერი. ნაყოფი ყვითელი ან თეთრი კენკრაა. სახლის პირობებში ირგევბა დაბალ, განიერ ქოთანში, მიწა უნდა იყოს ტორფ და ნახშირნარევი.

სექტემბერ-ოქტომბერში მოსვენების პერიოდია და ამ დროს არ რწყავენ. მრავლდება ტოტით ან თესლით. თუ მას სეგმენტები სცვივა, აკლია მორწყვა ან სცივა. თუ სეგმენტი იჭმუხნება სველი ნიადაგის პირობებში-ჰაერია მშრალი, ან სცხელა.

ეს მცენარე ხშირად აქვთ ოთახში მცენარეების მოყვარულ ადამიანებს. ის გამორჩეული, უცხო მცენარეა, განსაკუთრებით კი ყვავილობის პერიოდში. ამიტომ ის განსაკუთრებით უხდება ოთახის ინტერიერს. უპირატესობა ენიჭება იმასაც, რომ არც ისე რთული მოსავლელი და პრეტენზიული მცენარეა.

Related image
Related image
Related image
Image result for ჰატიორა

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started