ყავის ხე

ყავის ხე სამეცნიერო სახელი:coffea

ყავის ხის სახეობები :

arabica

liberica ნაკლებად პოპულარულია

robusta

ყავის ხე არის დიდი გვარის. არსებობს 90ზე მეტი სახეობა. ის მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა. კულტივირებულია, რამდენიმე მათგანი. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, რომელთაგან „arabika“ და „robusta“ აწარმოებენ.

ყავის ხის სახეობების უმრავლესობა მომცრო სახის ხეებს, ან ბუჩქებს წამოადგენენ. ბუნებაში ველურად 8 მეტრამდე იზრდება. პლანტაციებში მოსავლის აღება ხელით ხდება, ამიტომ მას სხლავენ 1-1,5 მ სიმაღლეზე.

ყავის ხის ყვავილობა გრძელდება რამდენიმე დღეს, ყვავილები თეთრია, ფორმითა და არომატით წააგავს ჟასმინს. შემდეგ ყალიბდება მცირე ზომის მწვანე ნაყოფი, რომელიც 3-4 თვის შემდეგ მწიფდება. მწიფე ნაყოფს ფერი ან წითელი აქვს, ან ბორდოსფერი. რადგან ნაყოფი სხვადასხვა დროს მწიფდება, ამიტომ ნაყოფს კრეფენ კვირაში ერთხელ, აშრობენ და აცლიან რბილობს.

მოხალულ მარცვლებში არის შაქარი (2,8%), ყავის მთრიმლავი მჟავა (4,7%-მდე), აზოტური ნივთიერებები (13,9-მდე), კოფეინი (1,24%-მდე), ცხიმი (14,4%-მდე), უმნიშვნელო რაოდენობით ფენოლური შენაერთები, პირიდინი, ძმარმჟავა და სხვა შენაერთები. შაქარი მოხალვისას კარამელდება, წარმოქმნის კარამელინს, რომელიც ყავის ნაყენს მუქ ყავისფრად შეფერავს. ყავას დამახასიათებელ არომატს აძლევს ეგრეთწოდებული კაფეოლი. იგი წარმოიქმნება მარცვლების მოხალვის დროს, ასევე მოხალვის დროს ყავის თესლში მნიშვნელოვანი რაოდენობით წარმოიქმნება pp ვიტამინი-ნიკოტინმჟავა.

პირველად ყავის ხე ევროპაში შემოიტანეს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა და აჩუქეს ამსტერდამის ბოტანიკურ ბაღს. აქედან დაიწყო ყავის ხის გავრცელება.

საინტერესო ფაქტები ყავის შესახებ:ვოლტერი დღეში 50 ჭიკა ყავას სვამდა, ბეთჰოვენი 60მარცვლიან ყავას, ხოლო დაწერა სახუმარო „კანტატა ყავაზე“.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started