ვირჯინიული თოვლის ხე

დამეთანხმებით ალბათ, რომ დეკორატიული მოყვავილე ხეები განსაკუთრებულად ლამაზია. განსაკუთრებით კი ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართვლოს კლიმატისთვისაც გამოდგება. ერთ-ერთი შესანიშნავი მცენარეა ვირჯინიული თოვლის ხე, იგივე თოვლყვავილა(chionanthus virginicus).

ეს სახელი მიიღო ბერძნული სიტყვა (chion)თოვლი; და (anthos)ყვავილი. წარმოშობით ჩრ. ამერიკიდანაა და პოპულარულია დეკორატიულ მებაღეობაში. ის დეკორატიული, ყვავილოვანი, ნელა მზარდი, ფოთოლმცვენი ბუჩქი, ან ხეა. იგი ყინვაგამძლეა. ყვავილობს მაის-ივნისში. როდესაც ყვავილობის პერიოდშია შეუძლებელია ადამიანი არ მოიხიბლოს მისი სილამაზით. ძალიან ეფექტურია. ამასთან სასიამოვნო არომატია აქვს, ამიტომ ადამიანებს ეს მცენარე კიდევ უფრო მოსწონთ.

ყვავილობს2-3 კვირის განმავლობაში. იკეთებს 1-2სმ ნაყოფს, რომელსაც მწიფობისას მოლურჯო ფერი აქვს.

მცენარე ულამაზესია შემოდგომაზე, როდესაც მისი ფოთლები მუქ ვითელ ფერს იღებს. კარგად იზრდება მზიან ამინდში და თიხნარ ნიადაგზე. მრავლდება თესლით დამ მწვანე კალმით. ადგილობრივები მის ქერქსა და ფესვებს იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

Image result for chionanthus virginicus

Image result for chionanthus virginicus

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started