ტიტა „ბავშვური ბედნიერების სიმბოლო“

  ტიტა ბოლქვიანი მცენარეა, რომლის სამშობლო წინა აზიაა. მცენარე ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიტანეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მალევე დაიპყრო მთელი ევროპა. მისით განსაკუთრებით ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ და დაიწყეს სელექციური სამუშაოები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტები არსებობს. მცენარის ჰიბრიდული ჯიშები იყოფა რამდენიმე ჯგუფად-სიმაღლის(დაბალი, მაღალი, საშუალო),ყვავილობის ვადებისა(საადრეო, საშუალო, საგვიანო), და ყვავილის ფორმის თავისებურებების გათვალისწინებით. ჰოლანდია დღემდე მიიჩნევა ტიტის ბოლქვების ყველაზე დიდ ექსპორტიორად.

შროშანისებრთა ოჯახის ამ საუცხოო წარმომადგენლის სანათესაო 150-მდე სახეობას ითვლის. შუა აზიაში მეთორმეტე საუკუნიდან გამოჰყავთ მისი სხვადასხვა სახეობა. კაშკაშა ფერის ტიტები ადამიანის განწყობას ამაღლებს, ამავდროულად იმ ადამიანების ბაღებს სულ სხვანაირად ალამაზებს ვისაც განსაკუთრებულად უყვარს ტიტები და სურს ჰქონდეს მისი უამრავი სახეობა.

ეს იდეა სწორედ მებაღეებს გამოადგებათ. დეკორატორების აზრით, იშვიათი სახეობის ტიტები უნდა დაირგას ბილიკთან ახლოს, რათა ადვილი შესამჩნევი იყოს და სხვებში არ აგვერიოს. კარგად ნაცნობი ტიტა კი მასაშიც შეიძლება მოვაქციოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტიტა არის ტენის მოყვარული მცენარე, ამიტომ, თუ გაზაფხული არის მშრალი აუცილებელია ყვავილის მორწყვა იმ სიხშირით, რომ ნიადაგი არ გამოშრეს. მორწყვისას ფოთლებზე წყლის ნაკადი არ უნდა მოხვდეს. კარგი ყვავილობისა და გამრავლებისთვის აუცილებელია სასუქიც. მისი მიწოდება განსაკუთრებული სიხშირით უნდა მოხდეს. მაშინ როცა ტიტა მწვანე ფოთოლს გამოიტანს, ერთ სათლ წყალზე აზოტოვანი სასუქი 30გრამია საჭირო, კალიუმიანი-20გრამი, ყვავილობის წინ-სასუქით გამდიდრების მეორე ეტაპი იწყება. აზოტოვანი სასუქი-20გრამი, კალიუმიანი-20გრამი, ფოსფორიანი-30გრამი, მესამედ სასუქის შეტანა ყვავილობის შემდეგ ხდება. ამჯერად 20გრამი კალიუმიანი და 30გრამი ფოსფორიანი სასუქია საკმარისი.


ამასთან ისიც ფაქტია, რომ ველური ტიტის ორი სახეობაა-ეიხლერის ტიტა-Tulipa eichleri regal და ბიბერშტეინის ტიტა-Tulipa bibersteiniana მხოლოდ საქართველოში გვხვდება, ხოლო მაყაშვილის ბოტანიკურ ლექსიკონში მოყვანილი ტიტის კუთხური დასახელებები-ხოხნოტა, გომატი, ხახუტა, არაყა, კოტიტა-ძნელი დასაჯერებელია მხოლოდ მას შემდეგ გაჩენილიყო, რაც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შავი ზღვის სანაპიროზე ტიტის საბაღე ფორმები შემოიტანეს.

სპარსეთთან ერთად ტიტების სამშობლოდ კავკასია, კერძოდ კი საქართველოც შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტის დასადასტურებლად ქართველ მეცნიერებს მოჰყავთ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი 1-დან მე-7 საუკუნემდე დათარიღებული ძეგლები, სადაც ტიტა ვაზთან ერთად არის მოხსენიებული. საერთოდ, ტიტას სამშობლოს შესახებ თემა იმდენად საკამათოა, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ახალი სამეცნიერო სტატიები იბეჭდება. ირანი, თურქეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი, მაროკო, ყაზახეთი, სირია, ყირიმის ნახევარკუნძული-ეს იმ ადგიელბის არასრული ჩამონათვალია, სადაც პრეტენზიას აცხადებენ „ტიტის აბორიგენობაზე“.

სავარაუდოდ, საქართველოში ტიტების ევროპული სელექცია მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, მაშინ, როცა მეფის რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროზე ტიტების ბაღების გაშენება გადაწყვიტა.

შავი ტიტა

ნამდვილ სენსაციად იქცა 1637წელს შავი ტიტის გამოყვანა სელექციონერების მიერ. ამავე წლის 15 მაისს ამ მოვლენის აღსანიშნავად ქალაქ ჰარმელის ქუჩებში დღესასწაულიც მოაწყვეს-ქალაქის ქუჩებში შავი სამოსით მორთული მებაღეები თეთრ ტახტრევანზე დავანებულ შავ ტიტას დაატარებდნენ და ლექსებსა და სიმღერებს უძღვნიდნენ.

„ტიტების ბიოგრაფები“ ამბობენ, რომ სინამდვილეში ნამდვილი შავი ტიტას დაბადების შესახებ სელექციონერებმა განაცხადი მხოლოდ 300წლის შემდეგ-1986წლის თებერვალში გააკეთეს. მისი ავტორი 29წლის დანიელი გერტ ჰაგემანი გახდა და ნამდვილი შავი ტიტას მისაღებად მან 7წლიანი შრომა და 400 ათასი დოლარი დასჭირდა.

Related image

მეჩვიდმეტე საუკუნეში დიდი ყურადღება ეთმობოდა სასახლეების დეკორატიულ გაფორმებას. სულთანებს მთავარი რეზიდენციის ახლოს ჰქონდათ ტიტების ბაღი. მდიდარი მუსლიმანების ცოლები ამრავლებდნენ ამ ყვავილს ჰარამხანაში, რაც მათ ახსენებდათ ბავშვობას, სამსობლოსა და თავისუფლებას.


ხალხური თქმულება

ერთხელ მდელოსთან,სადაც ტიტა იზრდებოდა,ღარიბმა,გამხდარმა და სახედატანჯულმა ქალმა ჩაიარა,რომელსაც მასავით გამხდარი და სახედატანჯული პატარა ბიჭუნა ხელჩაკიდებული მიჰყავდა.ქალმა შორიდანვე დაინახა ტიტას ოქროსფერი კოკორი,რომელზედაც ბევრი რამ სმენოდა.საცოდავს ფიქრადაც არ მოსვლია,რომ ოდესმე მასში მოთავსებულ ბედნიერებას დაეუფლებოდა,მაგრამ სანახავად მაინც მიუახლოვდა ოქროსფერ კოკორს.სახედატანჯული,სევდით აღსავსე ბავშვი,რომელმაც თავის სიცოცხლეში ღიმილიც კი არ იცოდა,ოქროსფერ კოკორს მიუახლოვდა და ხელი შეახო.ამ დროს ტიტას კოკორი გაიხსნა და მისგან ბავშვს ბედნიერება შეეფრქვა.ბავშვი სასწრაფოდ გარდაიქმნა.მის მიმქრალ თვალებში სიცოცხლე აელვარდა,სევდა სიხარულმა შეცვალა,მწუხარება სიცილ-კისკისმა და ადამიანთა შორის პირველად ბავშვმა იგრძნო ბედნიერება. იმ დღიდან ტიტა ბავშური ბედნიერების სიმბოლოდ არის აღნიშნული,რაც ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე ატკბობს და ახარებს. 

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started