ნაძვი

ნაძვი, ლათინურად (pisea)-წიწვოვანი მცენარე, მარადმწვანე, ტანმაღალი (20-50მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად, ბრტყელი და წაწვეტებული. არსებობს 40-მდე სახეობა, თუმცა საქართველოში გავრცელლებულია ერთი სახეობა-აღმოსავლური ნაძვი. გავრცელებული ძირითადად არის დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით იგი ვრცელდება კავკასიონის მთავარი ქედის შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთის თბილისის მერიდიანამდე.

15-20წლამდე იგი იზრდება ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. მსხმოარობას იწყებს 20-25წლის, ტყეში კი უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.საქართველოში ასევე გვხვდება, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ინტროდუცირებული სახეობები:ევროპული ნაძვი, ჰიმალაური ნაძვი, ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი.

ევროპული ნაძვი

ჰიმალაური ნაძვი

ვერცხლისფერი, მჩხვლეტავი ნაძვი

როგორც ვიცით მცენარეები ადამიანის ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, განსაკუთრებით კი მარადმწვანე მცენარეები. მათგან კი ნაძვი განსაკუთრებით სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. სუთა ჰაერი ადამინის ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს, ამერიკელმა მეცნიერებმა ეს დაადასტურეს.ნაძვი შთანთქავს გარემოში არსებულ შხამებს და ჰაერს ასუფთავებს.

ის სამკურნალო მცენარეა. მისი ნაყენი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ტუბერკულოზი, რევმატიზმი, ბრონქიალური ასთმა, ანგინა, რინიტი, კატარი და სხვა.ვიტამინებით მდიდარი ნაძვის წიწვების , ღეროებისა და გირჩების ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს . წიწვების აბაზანა რეკომენდებულია გადაღლილობის მოსახსნელად.

ნაძვი ცოცხლობს 300წლამდე, იშვიათად -500წლამდე. მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვი ამერიკაში, ვაშინგტონის შტატში ასრებობს, რომლის გარშემოწერილობა 17მეტრს აღწევს.

აშშ-ს რამდენიმე შტატში ათეული წელია მიმდინარეობს ეკოლოგიური პროექტი . დღესასწაულების სემდეგ ნაძვის ხეებს აგროვებენ და წყალსაცავებში ყრიან. წიწვოვანი ხეები მედეგია წყლისადმი. ამ თვისებების გამო ამერიკელმა ეკოლოგემა გადაწყვიტეს ნაძვების ფსკერზე ჩაშვებით შეექმნათ ხელოვნური რიფები. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს ფსკერზე წყალმცენარეების ზრდას და თევზებისთვის სამგანზომილებიანი სივრცის წარმოქმნას, სადაც პატარა თევზები თავს შეაფარებენ.

 

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started