ციკასი

Image result for ციკასი

პალმა-ციკასი ერთ-ერთი ყველაზე ელიტური პალმაა, ასევე უძველესი. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს აქვს დიდი ფოთლები, მაინც ჰაეროვანი, მოხდენილი და მშვენიერი მცენარეა. ეს მცენარე განსაკუთრებით უხდება ოთახს, ალამაზებს და შეუდარებელს ხდის ინტერიერს. იგი ოთახში დიდებულ და ამავდროულად, მშვიდ გარემოს ქმნის.

Image result for ციკასი


ციკასის მოვლის წესები

სახლის პირობებში როგორც წესი ციკასი ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ იზრდება.ბუნებაში კი მისი ბუჩქი ორი მეტრის სიმაღლეს აღწევს.თუმცა მოვლის პირობებიდან გამომდინარე ვაის სიგრძემ შეიძლება რამოდენიმე მეტრს მიაღწიოს.ერთი წლის განმავლობაში გაზრდილი ფოთლების რაოდენობა მცირეა 1-დან 3 -­მდე,მაგრამ ფოთლები დიდხანს ინარჩუნებენ დეკორატიულობას.ციკასის ფოთლის ფირფიტა ახალგაზრდა ასაკში რბილია,ღია მწვანე შეფერილობის.ასაკთან ერთად კი ფოთლები უხეშდება,მუქდება და სიპრიალეს იძენს.რაც შეეხება ყვავილობას ­ სახლის პირობებში ციკასი არ ყვავილობს.

მორწყვის რეჟიმი

მორწყვის პერიოდულობა იცვლება კლიმატური პირობების მიხედვით. გაზაფხული ­ზაფხული მორწყეთ ნიადაგის ზედაპირის უმნიშვნელო შეშრობის შემდეგ. შემოდგომა ­ზამთარი ­ მორწყვებს შორის ნიადაგი რამდენიმე თითის სიღრმეზე უნდა გაშრეს. თუ შემოდგომა­ზამთრის პერიოდში დამატებით განათებას გამოიყენებთ,შეგიძლიათ მორწყვის რეჟიმი არ შეცვალოთ. მორწყვის დროს ეცადეთ წყალი მცენარის ვარჯს არ მიესხას.ერთ მორწყვაზე აუცილებელია ნიადაგი მთლიანად დასველდეს,სადგამზე გამოსული წყალი კი უნდა გადაიღვაროს.მოსარწყავად გამოიყენება რბილი,ნადგამი წყალი,რომლის ტემპერატურა ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით მაღალი უნდა იყოს.თუ ციკასის ზრდისთვის საჭირო პირობები უარესდება ­ ეცემა ტემპერატურა,არასაკმარისია განათება ­ აუცილებელია მორწყვის მოცულობა შეამციროთ.მორწყვასთან ერთასაჭიროა ჰაერის რეგულარული დატენიანება,რადგან მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს 70­80% ტენიანობაზე.

განათებისადმი მოთხოვნილება

ციკასი მიეკუთვნება სინათლისმოყვარულ მცენარეებს,სწორედ ამიტომ მთელი წლის განმავლობაში მას პირდაპირი მზის სხივები ესაჭიროება: გაზაფხულ­ზაფხულში ­ დილით 11 საათამდე და საღამოს 15 საათის შემდეგ(დანარჩენ დროს მკვეთრი ,გაფანტული სინათლე საკმარისია) შემოდგომა­ზამთარი ­ მთელი დღის მანძილზე საჭიროა პირდაპირი მზის სხივები. ციკასის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია არანაკლებ ოთხი საათი პირდაპირი მზის სხივები.წინააღმდეგ შემთხვევაში ფერხდება ახალი ფოთლების განვითარება.

ტემპერატურული რეჟიმი

ციკასისათვის კომფორტული ტემპერატურა ვარირებს +16­დან +24 გრადუსამდე.თუ კლიმატური პირობები +13 გრადუსს არ აჭარბებს ან +42 გრადუსი და უფრო მაღალიცაა ­ ციკასის განვითარება ფერხდება.

კვება და სასუქი

ციკაცს მთელი გაზაფხულის და ზაფხულის განმავლობაში ესაჭიროება დამატებითი კვება.ამ პერიოდში აუცილებელია მიეწოდოს მინერალური ან ორგანული სასუქი.სასუქების კონცენტრაცია უნდა შეესაბამებოდეს ეტიკეტზე მითითებულ დოზებს.სასუქის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს აზოტი,ფოსფორი, და კალიუმი.შესაძლებელია ორქიდეებისათვის ან სუკულენტებისათვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქის გამოყენებაც.სასუქის შეტანის წინ მცენარე უნდა მოირწყას. როდის არ არის საჭირო ციკასის კვება:  შემოდგომა­ზამთრის პერიოდში როდესაც მცენარე ახალი გადარგულია ციკასის დავადების დროს ნიადაგი საგოვანასთვის ციკასისათვის საჭირო ნიადაგი სუსტადმჟავე ან ნეიტრალური რეაქციის უნდა იყოს,კარგად უნდა ატარებდეს წყალს და არ იგუბებდეს შიგნით ტენს.მორწყვის შემდეგ ნიადაგმა წყალი რამდენიმე წამში უნდა გაატაროს.

ნიადაგის ოპტიმალური შემადგენლობა:

პემზა ან ქვიშა ­ 1 წილი

ფიჭვის ქერქი ­ 1 წილი

კენჭები ­1 წილი

უხეშბოჭკოვანი ტორფი ­ 1 წილი

ხის ნახშირი ­1 წილი

პერლიტი ­ 1 წილი

ძვლის ფქვილი ­ არაუმეტეს ერთი პეშვი

გამოყენების წინ ასეთი ნიადაგის დამუშავება რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურით. თუ მცენარე დაავადდა მისი გადარგვა შეგიძლიათ სუფთა პერლიტში ან პემზაში.

ციკასის გადარგვა

გადარგვისთვის საუკეთესო დროა ადრე გაზაფხული.ციკასს რგავენ შემდეგ შემთხვევებში: თუ ფესვთა სისტემამ შეავსო მთელი ქოთანი.ციკასის ყველა ნაწილი,როგორც მიწისზედა ისე მიწისქვეშა ­ ძალიან ნელა იზრდება.თუ მთელი სეზონის განმავლობაში მცენარეს მხოლოდ ერთი ახალი ფოთოლი ამოუვიდა,ესე იგი ციკასის გადარგვა საჭიროა სამ წელიწადში ერთხელ. თუ ნიადაგი გამოიფიტა ან დაზიანდა ფესვთა სისტემა.ამ შემთხვევაში ფესვები მიწისგან უნდა გაანთავისუფლოთ,მოაცილოთ დაზიანებული ნაწილები და ჩარგათ იმავე ქოთანში,მხოლოდ ახალ ნიადაგში. ყოველ გადარგვაზე ახალი ქოთანი 10%­ით მეტი უნდა იყოს წინაზე.ქოთანს ძირზე უნდა ქონდეს წყლის გამოსასვლელი ნასვრეტები.არ ღირს ისეთი მცენარის გადარგვა რომელსაც ფოთლები საკმარისად გამაგრებული არ აქვს. თუ ზრდასრულ ციკასს შეიძენთ,არ არის საჭირო მისი მაშინვე გადარგვა,ამან შეიძლება მისი დაღუპვა გამოიწვიოს.გადარგვა საჭიროა თუ შეძენილ მცენარეს ყვითელი ფოთლები აქვს.

ციკასის გასხვლა

აუცილებელია დაზიანებული,დეფორმირებული და ხანდაზმული ფოთლების რეგულარული შეჭრა.

დაავადებები და მავნებლები

საკმაოდ ხშირად მცენარეს ულპება ფესვები და ღეროს ქვედა ნაწილი.ასეთ შემთხვევაში საჭიროა: ფრთხილად ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან,გაასუფთავეთ მიწისაგან და დაუთვალიერეთ ფესვები. მოაჭერით დაზიანებული ნაწილები. გადანაჭერი ადგილი ნახევარი საათით ფუნგიციდში მოათავსეთ.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started