საკურა

საკურა-დედამიწის ულამაზესი ყვავილია. ეს ყვავილი იაპონიის სიმბოლოა, რომეიც გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. საკუარს ყვავილობის დღესასწაული იმართება ყოველ წელიწადს და იწყება 27 მარტიდან. იაპონიაში ამ დღესასწაულზე სამსახურშიც კი არ მიდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა მშვიდად დატკბნენ და უცქირონ არაჩვეულებრივ სანახაობას. რამდენიმე ხე, სამწუხაროდ ერთ კვირაზე ნაკლებს ყვავილობს. საკურა დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარეა. საკურა არის იაპონური წარმოშობის სიტყვა …

ვირჯინიული თოვლის ხე

დამეთანხმებით ალბათ, რომ დეკორატიული მოყვავილე ხეები განსაკუთრებულად ლამაზია. განსაკუთრებით კი ის უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართვლოს კლიმატისთვისაც გამოდგება. ერთ-ერთი შესანიშნავი მცენარეა ვირჯინიული თოვლის ხე, იგივე თოვლყვავილა(chionanthus virginicus). ეს სახელი მიიღო ბერძნული სიტყვა (chion)თოვლი; და (anthos)ყვავილი. წარმოშობით ჩრ. ამერიკიდანაა და პოპულარულია დეკორატიულ მებაღეობაში. ის დეკორატიული, ყვავილოვანი, ნელა მზარდი, ფოთოლმცვენი ბუჩქი, ან ხეა. იგი ყინვაგამძლეა. ყვავილობს მაის-ივნისში. როდესაც …

დარიჩინის ხე

დარიჩინის ხე დაფნისებრთა ოჯახის ხე, ან ბუჩქია, რომლის ქერქისგან ამზადებენ დარიჩინს. მარადმწვანე მცენარეა, აქვს ტყავისებრი ფოთლები და საგველა ყვავილედებში შეკრებილი ყვავილები. მისი ცნობილი სახეობებია აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტროპიკებშიკულტივირებული დარიჩინის ხე. განსაკუთრებული სამკურნალო თვისებებით სახელგანთქმული სანელებლის-დარიჩინის შესახებ ინფორმაცია ადამიანებისთვის უძველესი ეპოქიდან არის ცნობილი. იგი ძველი დროიდანვე გამოირჩევა მაღალი ფასით. ამიტომ, ხშირად მას ძღვენის სახით მიართმევდნენ …

ჯანჯაფილი

როგორც მოგეხსენებათ, მცენარეებს აქვთ განსაკუთრებული თვისებები. მათი უმეტესობა გამოირჩევა სამკურნალო თვისბებით და ადამაინები ხშირად ინტერესდებიან, თუ რომელი მცენარე გამოიყენება სხვადასვხა დაავადებებისათვის. ჯანჯაფილი მრავალი განსაკუთრებული თვისებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ ადამიანები მას ხშირად იყენებენ ჩაის მოსამზადებლად. ჯანჯაფილის ჩაი ადამიანები,რომლებიც სვამენ ჯანჯაფილის ჩაის ამბობენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ, თუ რა არის სახსრების, კუნთებისა და თავის ტკივილი. ამასთან კარგია ვიცოდეთ, …

ალოე

ალოეს ფოთოლი ლათინურად folium aloe vera. ასევე ჰქვია „საბრი“. იგი მარადმწვანე სუკულენტური მცენარეა. ოთახის კულტურაა, რომლის ღეროც 4მ-ს აღწევს და მეტსაც. სამშობლო-აფრიკა, მადაგასკარი. ქიმიური შემადგენლობა-ალოეს ფოთლები შეიაცავს ანტრაცენაწარმებს, ალოე ემოდინს, ალოინი, ასევე არის მწარე გლიკოზიდები, ფერმენტები, ვიტამინები, с-ვიტამინი, k-ვიტამინი, b12, ნიკოტინის მმჟავა, მაკრო და მიკრო ელემენტია ბევრი. გამოყენება: ალოეს სამკურნალო თვისებებს იცნობდნენ 3000 წლის წინათ …

ნაძვი

ნაძვი, ლათინურად (pisea)-წიწვოვანი მცენარე, მარადმწვანე, ტანმაღალი (20-50მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად, ბრტყელი და წაწვეტებული. არსებობს 40-მდე სახეობა, თუმცა საქართველოში გავრცელლებულია ერთი სახეობა-აღმოსავლური ნაძვი. გავრცელებული ძირითადად არის დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით იგი ვრცელდება კავკასიონის მთავარი ქედის შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთის თბილისის მერიდიანამდე. 15-20წლამდე იგი იზრდება ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. …

ყავის ხე

ყავის ხე სამეცნიერო სახელი:coffea ყავის ხის სახეობები : arabica liberica ნაკლებად პოპულარულია robusta ყავის ხე არის დიდი გვარის. არსებობს 90ზე მეტი სახეობა. ის მარადმწვანე ტროპიკული მცენარეა. კულტივირებულია, რამდენიმე მათგანი. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს, რომელთაგან „arabika“ და „robusta“ აწარმოებენ. ყავის ხის სახეობების უმრავლესობა მომცრო სახის ხეებს, ან ბუჩქებს წამოადგენენ. ბუნებაში ველურად 8 მეტრამდე იზრდება. პლანტაციებში მოსავლის აღება …

„შობის ყვავილი“-პუანსეტია

ამ მცენარეს ყველა იცნობს, როგორც „შობის ყვავილს“, მაგრამ სინამდვილეში პუანსეტია ჰქვია, იგივე რძიანა. ყვავილობს დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში. შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ, ხალხში მას „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პუანსეტია უნიკალური და ულამაზესი მცენარეა. მას სხვაგავარად ბეთლემის, ან საშობაო ვარსკვლავს უწოდებენ. …

ტიტა „ბავშვური ბედნიერების სიმბოლო“

  ტიტა ბოლქვიანი მცენარეა, რომლის სამშობლო წინა აზიაა. მცენარე ევროპაში მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიტანეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მალევე დაიპყრო მთელი ევროპა. მისით განსაკუთრებით ჰოლანდიელები აღფრთოვანდნენ და დაიწყეს სელექციური სამუშაოები. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს სხვადასხვა ფერისა და ფორმის ტიტები არსებობს. მცენარის ჰიბრიდული ჯიშები იყოფა რამდენიმე ჯგუფად-სიმაღლის(დაბალი, მაღალი, საშუალო),ყვავილობის ვადებისა(საადრეო, საშუალო, საგვიანო), და ყვავილის …

დეკა, იგივე „ალპური ვარდი“, დეკას ჩაი

  დეკა, მარადმწვანე მცენარე (1-1,5მ) ბუჩქია. აქვს მოგრძო, ტყავისებრი ფოთლები, რომელთა ზედა მხარე შიშველია, ქვედა კი ქეჩისებრ ბუსუსიანი. თეთრ ან მოყვითალო, ლამაზ, ზარისებრ ყვავილებს დაყვავილებისას ზოგჯერ ვარდისფერი გადაჰკრავს.გავრცელებულია კავკასიის სუბალპურ და ალპურ სარტყელში, ზღვის დონიდან 1600-3000მ-მდე. დეკა გვხდება თურქეთშიც-პონტოს მთებში. ჩვენს სუბალპურ ტყეებში (არყნარები, წიფლნარები) დეკა იზრდება ძალზე შეკრულ ქვეტყედ. ალპურ სარტყელში, ჩრდილოეთ კალთებზე ქმნის …

Design a site like this with WordPress.com
Get started